პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი, ლანა დელ რეი ახალ კომპოზიციას Chemtrails over the Country Club და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი არტისტის ამავე სახელწოდების მქონე, რიგით მეშვიდე ალბომში შევა, რომელიც მიმდინარე წლის 19 მარტს გამოიცემა. ცნობილია, რომ სტუდიურ ჩანაწერში 11 ტრეკი იქნება წარმოდგენილი.