მართალია, საოცრად ლამაზი და ამაყი ღამის მტაცებელი, რომელიც დღეს გონიერების და სიბრძნის სიმბოლოდ ითვლება, საკმაოდ სწრაფად ეჩვევა ადამიანს და არც მასთან მეგობრობაზე ამბობს უარს, მაგრამ უძველეს დროში ბოროტ მისტიკურ ძალას განასახიერებდა და ორფეხა მეზობელსაც გვარიანად აფრთხობდა, რომელიც მასთან შეხვედრას ავისმომასწავებელ წინასწარმეტყველებად მიიჩნევდა და დაუნდობლად დევნიდა. ევროპელები ბუს სიცარიელის, მარტოობის და გლოვის სიმბოლოდ თვლიდნენ, მის ყვირილს კი, "სიკვდილის სიმღერას" უწოდებდნენ, აზიელებისთვის ბუ ქვრივ ქალთან, ხანძრსა და სიკვდილთან ასოცირდებოდა, რომელიც ამასთანავე მიწისქვეშა განძსაც მფარველობდა და მხოლოდ ეგვიპტელები ეთაყვანებოდნენ ფრინველს, ფრესკებზე ღვთაებებთან ერთად გამოსახავდნენ და არც მის მუმიფიცირებას ერიდებოდნენ.