იაპონიაში საკურას ყვავილობის სეზონი დაიწყო. პირველი საკურა ნაგასაკის პარკში აყვავდა. საკურას ყვავილობას მონიტორინგს იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის სპეციალური განყოფილება უწევს. სეზონი გახსნილად მაშინ ცხადდება, როდესაც კონტროლირებადი ხეებიდან ერთ-ერთზე სულ მცირე ხუთი ვარდისფერი ფურცელი გაჩნდება. ნაგასაკის პარკში საკურა ჩვეულ დროსთან შედარებით ოთხი დღით ადრე აყვავდა, რაც იაპონიაში არსებულ თბილ ტემპერატურას უკავშირრბენ.
საკურა იაპონიის სიმბოლოდ ითვლება. იაპონიაში საკურას 5 ძირითადი და 200 ჰიბრიდული სახეობა მოჰყავთ.