ლაგუნა-ვერეს მიმდებარე საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 2 მარტს დაიწყება და 5 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 54 811 ლარია. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს ასევე ტროტუარების კეთილმოწყობა, გამწვანება და ველობილიკის მოწყობა.