ლაგოდეხში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები იწყება. საველე სამუშაოები 21 116 ჰა ფართობზე განხორციელდება, რომლის საფუძველზე 10 წლიანი მართვის გეგმა მომზადდება. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მომზადდა მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების სპეციალური, სამ თვიანი თეორიული და პრაქტიკული კურსი, გადამზადდა 15 ახალგაზრდა მეტყევე, რომლებიც ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდებიან.