მინი კივის პლანტაციები, კახეთში, კერძოდ ლაგოდეხშია გაშენებული. ამ ეტაპზე პროდუქტის ერთადერთი კომერციული მწარმოებელი „ლოლაძეების ფერმაა“, რომლის დამფუძნებლებმაც პირველი ნერგი 15 წლის წინ, შეერთებული შტატებიდან შემოიტანეს. როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი აცხადებს, მინი კივი მცირე რაოდენობით ორ ჰიპერმარკეტში იყიდება და მისი სარეალიზაციო ფასი 26 ლარია.მისივე თქმით, მინი კივი ტრადიციულისგან არა მხოლოდ ზომით, არამედ გემო თვისებებითაც განსხავდება. ამასთან, პროდუქტს არ აქვს ბუსუსები და მისი დაგემოვნება კანითაც შესაძლებელია.