ლაგოდეხის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, აზერბაიჯანიდან შემოსულ მგზავრებს კორონა ვირუსუს დამახასითებელ სიმპტომებზე ამოწმებენ. საზღვარზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები როგორც უცხო ქვეყნის ასევე საქართველოს მოქალაქეებს აკვირდებიან. მგზავრებს ურიგდებათ საინფორმაციო გზამკვლევებიც. განსაკუთრებული ყურადღება კი იმ მოქალაქებს ექცევათ, რომლებმაც ბოლო პერიოდში იმ ქვეყნებში იმოგზაურეს, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა.
გუშინ ლაგოდეხის გამშვები პუნქტიდან სამ მგზავრს საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს, მათ შორის იყო ერთი საქართველოს, ხოლო ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე. საქართველოს მოქალაქემ, რომელიც ირანში იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანზე უარი განაცხადა და აზერბაიჯანში დაბრუნდა.