სასამართლო დღეს ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პედაგოგებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
პროკურატურამ სკოლა „ალბიონი”-ს პედაგოგებს გულგრილობის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება 2019 წლის 26 მაისს, სასკოლო ექსკურსიაზე ლაგოდეხის ნაკრძალში, ნინოსხევის ჩანჩქერზე 16 წლის მოზარდის გარდაცვალებას.
გამოძიებით დადგინდა, რომ ექსკურსიაზე წასულ მოსწავლეებს აღმზრდელმა მოსწავლეებს, მდინარის ადიდების მიუხედავად, ნება დართო ჩანჩქერის მიმართულებით გადაადგილებულიყვნენ, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა.
როგორც საგამოძიებო ორგანოში აცხადებენ, ჩანჩქერზე ასვლის შემდეგ, პედაგოგების მიერ გამოჩენილი წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად, უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.