უამინდობამ კახეთში პრობლემები შექმნა. გადაუღებელმა წვიმის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დატბორა. დაზიანებულია საკარმიდამო ნაკვეთები, ვენახები,შიდა საუბნო გზები და დატბორილია სახლების პირველი სართულები. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაცით, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა თითქმის ყველა სოფელში,სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა და დატბორვა გამოიწვია. მისივე ცნობით, გათიშულია ელექტროენერგია და დაწყვეტილია სასმელი წყალი.სტიქიის სალიკვიდაციო სამუშოაები ამ წუთებშიც გრძელდება.