ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში ქალი დაჭრეს. მას დაზიანება ცივი იარაღით მიაყენეს.
არსებული ინფორმაციით, ქალი სახლის ეზოში იმყოფებოდა, ხმაური გაიგო და ამბის გასარკვევად გასულს უცხო მამაკაცმა მუცლის არეში დაზიანება მიაყენა.
დაშავებული ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში მოათავსეს. ექიმის თქმით, მას ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებია, უკვე ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და კლინიკას რამდენიმე საათში დატოვებს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.