დედაქალაქის მერი კახა კალაძე ლადო კახაძისა და შალვა შავგულიძის საარჩევნო კამპანიას „საოცარს“ უწოდებს. მისი თქმით, ორივე კანდიდატის კამპანია იყო აბსოლუტურად პოზიტიური. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ ისაუბრა.„ლადო კახაძემ და შალვა შავგულიძემ ჩაატარეს საოცარი საარჩევნო კამპანია, რომელიც იყო აბსოლუტურად პოზიტიური. მე რა თქმა უნდა, ამას მივესალმები. ეს ტენდენცია არის მისასალმებელი. ამა თუ იმ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა ნორმალურია. განხილვა უნდა ხდებოდეს ნორმალურად, კონსტრუქციულად და არა დედის გინებით და ბოთლებისა და ჭიქების სროლით“, - განაცხადა კალაძემ.