"თბილისის მოსახლეობის მთაწმინდის ნაწილს აქვს მოლოდინი, რომ განახლება აუცილებლად დაიწყება", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.
როგორც კახაძემ აღნიშნა, მთაწმინდაზე ახალი, თვალსაჩინო პროექტები განხორციელდება.