ლადო კახაძე აუცილებლად გაიმარჯვებს, სხვაობა იქნება დიდი - კახა კალაძე - Palitra News

ლადო კახაძე აუცილებლად გაიმარჯვებს, სხვაობა იქნება დიდი - კახა კალაძე

2019-06-08 15:41:47+04:00

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატის, ლადო კახაძის გამარჯვებაში დარწმუნებულია. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გამართულ დებატებში ლადო კახაძემ მის კონკურენტ - შალვა შავგულიძეს რეალური სახე აჩვენა. 9 ივნისს, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება.