პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც ფინანსთა მინისტრს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა წარედგინა, უკვე რამდენიმე საათია ვერ იხსნება. სხდომა 12 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა დარბაზში კვორუმისთვის დაჭირო დეპუტატთა რაოდენობა ამ დრომდე ვერ შეიკრიბა. აღნიშნულის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყება 16:00 საათამდე გადაიდო. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კვორუმის ჩავარდნაში ოპოზიცია დაადანაშაულა და მათი ქმედება ბოიკოტად შეაფასა.