პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრა ვერ ჩატარდა.„კოლეგების უპასუხისმგებლობის გამო დღეს ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრა ვერ შედგა“, - ამ სიტყვებით დაასრულა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პლენარული სხდომა, სადაც ხანგრძლივი განხილვის შემდეგ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა დაემტკიცებინათ.კენჭისყრის წინ ჩატარებულ რეგისტრაციაზე უმრავლესობის მხრიდან მხოლოდ 67 დეპუტატი აღმოჩნდა პლენარულ სხდომათა დარბაზში.მინიმალური – 76 დეპუტატი კი ვერ შეგროვდა, რომ პარლამენტს განხილვების ბოლოს ბიუჯეტი მიეღო. პლენარული სხდომა ხუთშაბათს განახლდება. შეგახსენებთ რომ ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტით 6-მილიონ ლარამდე მცირდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება, ხოლო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უქმდება.