JPM-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარალმენტო არჩევნებზე მიდიოდეს, გამოკითხულთა 32% "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, ხოლო 16 % - "ნაციონალურ მოძრაობას".ამავე კვლევის თანახმად, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარდა "თავისუფალ დემოკრატებსა" და "ლეიბორისტულ პარტიას" მხარს გამოკითხულთა 4-4% უჭერს. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისათვის", მას გამოკითხულთა - 3% მისცემდა ხმას, ხოლო "პატრიოტთა ალიანსს" და დემოკრატიულ მოძრაობას" - 2-2%.კვლევის თანახმად, გადაწყვეტილება არ მიუღია და პასუხზე უარი განაცხადა გამოკითხულთა 34%-მა. პირდაპირი ინტერვიუს სახით გამოიკითხა 1200 ამომრჩეველი, კვლევაში ცდომილების ზღვარი 2,8%-ს შეადგენს.