09:16
12 ნოემბერი, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
კვლევის შედეგები მეცნიერებისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა - რა უარყოფით ცვლილებებს იწვევს ქალაქის ხმაური ორგანიზმში?
11-06-2019

ბრიტანელმა მეცნიერებმა ნოტინგემის უნივერსიტეტიდან რამდენიმე ექსპერიმენტული კვლევის საფუძველზე დაასკვნეს, რომ ქალაქის ხმაური უარყოფითად მოქმედებს გულის კუნთის ფუნქციობაზე. კვლევაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკის მოხალისეები, რომლებსაც ევალებოდათ დიდი ქალაქების ქუჩებში 45 წუთით გასეირნება. თითოეულ მონაწილეს მიერთებული ჰქონდა სპეციალური გადამცემი, რომლის დახმარებითაც ანალიზდებოდა მიოკარდიუმის შეკუმშვის სიხშირე და ხასიათი.

კვლევის შედეგები მეცნიერთათვის გამაოგნებელი აღმოჩნდა, ყველა მოხალისის გულის მუშაობაში აღინიშნებოდა სერიოზული ცვლილებები ქალაქის ხმაურის ყოველ ცვლილებაზე. ექსპერტთა აზრით, ეს გარკვეულწილად ნორმაა, ბუნებრივია, რადგან ნებისმიერი სახის ხმაური რეფლექსურ დონეზე საშიშროების შეგრძნებას იწვევს, სისხლში სტრესული ჰორმონების გადმოსროლა ხდება და შესაბამისად, გულის შეკუმშვა ხშირდება.

სწორედ ამიტომაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა შესამცირებლად და ადამიანთა ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად დადგინდა ქალაქებში ხმაურის დონის სპეციალური სანიტარული ნორმები. ამ დადგენილებით დღისით ხმაურის დასაშვები ნორმაა 55 დეციბელი, ღამით კი - 40 დეციბელი.

AutoPlay
ახალმა კვლევამ უარყო, რომ სოციალური ქსელები სხვადასხვა დაავადებას იწვევს
05-11-2019
Uriage - უნიკალური თერმული და სამკურნალო წყალი 200-წლიანი ისტორიით ფრანგული ალპებიდან საქართველოშია
05-11-2019
ჯანმრთელობის რა პრობლემებს ქმნის მჯდომარე ცხოვრების წესი - ვენების გაგანიერება გავრცელების მხრივ მსოფლიოში მეორეა
05-11-2019
კარიესი, ღრძილების დაავადებები, პირის ღრუს სიმსივნე - დაავადებები, რომლებიც დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარს აწუხებს
05-11-2019
მასშტაბურმა კვლევამ ვაქცინაციის სრული უსაფრთხოება დაამტკიცა
29-10-2019
ბევრი სახიფათო სოკოს შტამი მუტაციას განიცდის და წამლების მიმართ რეზისტენტული ხდება
29-10-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები