იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ფრანგული ორგანიზაციის კვლევის შედეგებზე საუბრობენ. როგორც საბჭოში აცხადებენ, მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის გამოკითხულთა 51% მიიჩნევს, რომ სასამართლო არის ეფექტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. მათივე თქმით, სასამართლოს სისტემის მიმართ არსებული 51%-იანი ნდობა მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.რაც შეეხება ხარვეზებს, კვლევის თანახმად, ხარვეზებთან დაკავშირებით სავარაუდოდ საუბარი იქნება იმაზე, რომ არსებობს საქმეთა სიმრავლის პრობლემა სასამართლოში, რომელიც უნდა დაძლიონ.