ალცჰაიმერი თავის ტვინის დაავადებაა, რომელიც ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით ხასიათდება. შვეიცარიელი და ავსტრიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების თანახმად, ალცჰაიმერის დაავადება შესაძლოა, გადამდები იყოს. მეცნიერებმა ექსპერიმენტის დროს, ტვინის იშვიათი დაავადებით, გარდაცვლილი 7 ადამიანის ტვინის ქსოვილები შეისწავლეს. ყველა მათგანს გარდაცვალებამდე 10 წლით ადრე, გადანერგილი ჰქონდა თავის და ხერხემლის ტვინის მყარი გარსის ქსოვილები. აღმოჩნდა, რომ შვიდიდან ხუთს ტვინის ქსოვილებში ე.წ. ბეტა-ამილოიდების ბალთები ჰქონდა, რომელიც, არსებული მოსაზრებით, ალცჰაიმერის დაავადების მაპროვოცირებელია. ამასთანავე, სიცოცხლის დროსარც ერთი მათგანი ამ სენით დაავადებული არ იყო.
მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ბეტა-ამილოიდების ბალთები გარდაცვლილთა სხეულში სწორედ მყარი გარსის გადანერგვის დროს მოხვდა, რას ნიშნავს, რომ დაავადება გადამდებია. მკვლევარებმა ეს ვარაუდი კიდევ ერთი ექსპერიმენტით დაასაბუთეს, რა დროსაც შეისწავლეს კრეიტცფელდტ-იაკობით გარდაცვლილი 21 ადამიანის ტვინის ქსოვილები, რომელთათვისაც სიცოცხლის დროს ტვინის მყარი გარსი არ გადაუნერგავთ. აღმოჩნდა, რომ მათ ქსოვილებში ბეტა-ამილოიდის ბალთები არ იყო.