ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარებმა წითელი პანდას მეორე სახეობა აღმოაჩინეს. ამ დრომდე ითვლებოდა, რომ წითელი პანდას მხოლოდ ერთი სახეობა არსებობდა, მაგრამ ახლა სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ამ ცხოველის ორი სახეობა არსებობს: ჩინური და ჰიმალაიური . მეცნიერების განმარტებით, სახეობების შესანარჩუნებლად აუცილებელია, არ მოხდეს ამ ორი ჯიშის შეჯვარება. ასევე, მნიშვნელოვანია, შემუშავდეს გეგმა, რათა მათი პოპულაცია არ შემცირდეს.