სკოლებში სწრაფი ტესტების გამოყენებას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების განახევრება შეუძლია - ამის შესახებ აშშ-ში ჩატარებული კვლევის შედეგებშია აღნიშნული.
კვლევა როკფელერის ფონდმა და ჯანმრთელობისა და ადამიანური მომსახურების დეპარტამენტმა აშშ-ის 6 ქალაქის სკოლებში 2020 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე პერიოდში ჩაატარეს.
აღმოჩნდა, რომ ყველა მოსწავლის, მასწავლებლისა და სკოლის სხვა თანამშრომლების ყოველკვირეულმა შემოწმებამ ინფექციის გავრცელება, საშუალო სკოლებში 50% -ით, დაწყებით სკოლებში კი - 35% -ით შეამცირა, თვეში ერთხელ შემოწმებამ - 5 %-ით.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მხოლოდ მასწავლებლებისა და პერსონალის ტესტირება ნაკლებად ეფექტურია. ამავე კვლევის თანახმად, 2- მეტრამდე მანძილით დისტანციის დაცვა დაინფიცირების მაჩვენებელს 88%-ით, პირბადეების გამოყენება კი 40%-ით ამცირებს.