ახალი კვლევის მიხედვით, ინგლისის შვიდ სხვადასხვა საავადმყოფოში შემოწმებულ 10-დან 9 მფრინავ მწერს სხეულში საშიში ბაქტერია აღმოაჩნდა.ბაქტერიის შტამების ნახევარზე მეტი ე. წ. სუპერბაგი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი რეზისტენტული არიან ანტიბიოტიკთა სულ მცირე ერთი კლასის მიმართ, სხვადასხვა კლასის ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობა კი 20 პროცენტი აღმოჩნდა. აღმოჩენილი ბაქტერიის წინააღმდეგ ყველაზე ნაკლებად ეფექტიანი ანტიბიოტიკი პენიცილინი აღმოჩნდა.