გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ Novavax-ის ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ 96%-ით ეფექტურია, - ამის შესახებ Novavax-ის კომპანიაში აცხადებენ.
მათივე განმარტებით, ვაქცინის ეფექტურობა კორონავირუსის ახალი, ე.წ. „ბრიტანული ვარიანტის“ წინააღმდეგ 86%-ს შეადგენს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც Novavax-ის ვაქცინით აცრეს, დაავადების მძიმე შემთხვევები ან გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულ კვლევაში 15 000-ზე მეტი 18-დან 84 წლამდე ასაკის ადამიანი მონაწილეობდა.