"ღია საზოგადოების ფონდის " მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 68,8% მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირები ძალაუფლებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით იყენებენ. ამასთან, კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსახლეობის 58,6% სჯერა, რომ თანამდებობის პირები თანხის სანაცვლოდ მფარველობენ ბიზნესს. ხოლო საქართველოს მოსახლეობის 77,2% მიიჩნევს, რომ მთავრობის წევრებს საკუთარი ბიზნესი აქვთ. კითხვაზე - დასაქმების ვის უფრო მაღალი შანსი აქვს: კანდიდატს შესაბამისი უნარებით თუ მინისტრის ნათესავს ნაკლები უნარებით - მოსახლოების 68,8 პროცენტი პასუხობს, რომ მაღალჩინოსნის ნათესავს. კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი გამოკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია.