ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტიდან 2 ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, 2 ზუგდიდის, 2 კი საკარანტინო სივრციდანაა.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მათ ახალი პაციენტი არ მიუღიათ.
რაც შეეხება ინფექციურში მოთავსებულ კრიტიკულ პაციენტის, მისი თქმით, მდგომარეობის სტაბილიზაცია კვლავ ვერ ხერხდება.