ხაშურიდან ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე (ქვიშხეთთან) ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი ბავშვია. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა.მათივე ინფორმაციით, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვები კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპნენ.საავადმყოფოშია გადაყვანილი ერთი ადამიანი.შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.