2016 წელს საქართველოში ტურისტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. საერთაშორისო მოგზაურტა რიცხვმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია და 6 000 000-ს გადააჭარბა. 6 000 000 ტურისტიდან ბოლო ჰოლანდიელი ტურისტი აღმოჩნდა, რომელსაც ჩამოსვლისთანავე განსაკუთრებული პატივით დახვდნენ. აეროპორტიდან ჯასპერი პირდაპირ ვახშამზე წაიყვანეს, სადაც მასპინძლობა უშუალოდ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაუწია.