პრემიერმა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.გიორგი კვირიკაშვილმა მწუხარება გამოთქვა, რომ ვერ ვერ მოხერხდა თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. კვირიკაშვილმა ასევე განმარტა, რომ უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების ინტერესია, რომ პროკურატურის ობიექტურმა და ეფექტიანმა გამოძიებამ საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გასცეს პასუხი.