პრემიერ მინისტრი რუსთაველის გამზირზე „ლაღიძის წყლების“ ყოფილი შენობის გამოსყიდვის სურვილს გამოთქვამს. მთავრობის მეთაურმა შესაბამისი წინადადებით თბილისის მერს მიმართა. გიორგი კვირიკაშვილის სურვილია „ლაღიძის წყლები“ და ის სახაჭაპურე, რომელიც რუსთაველის გამზირმა გალერეა თბილისის მსგავსად განაახლონ. პრემიერის ინიციატივას გამოეხმაურა კახა კალაძეც რომელმაც აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ „ლაღიძის წყლები“ დედაქალაქს დაუბრუნდეს.