საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტს სთხოვს, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადაში მიანიჭოს აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში.
"მინდა დავაფიქსირო საქართველოს მთავრობის მხრიდან სრული მზადყოფნა, რომ მომართვის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო დახმარებას აღმოუჩენს აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ყველანაირი სამართლებრივი პროცედურების მოგვარების კუთხით", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით შექმნილ ვითარება, პირველ რიგში, აზიანებს ქვეყნის იმიჯს, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია.