კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა - საქართველოსა და კვიპროსის პრეზიდენტებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს - Palitra News

კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა - საქართველოსა და კვიპროსის პრეზიდენტებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს

2019-04-17 12:55:53+04:00

კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა. ამის შესახებ საქართველოსა და კვიპროსის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც სალომე ზურაბიშვილმა კოლეგა პრეზიდენთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი ცირკულარულ მიგრაციას შეეხებოდა. მისივე განცხადებით, კვიპროსი საქართველოს ბევრი მიმართულებით დაეხმარება, მათ შორის მხარდაჭერას უცხადებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. საქართველოსადმი მხარდაჭერა ბრიფინგზე დააფიქსირა თავად კვიპროსის პრეზიდენტმა.