საქართველოში ვიზიტით მყოფმა კვიპროსის პრეზიდენტმა ოფიციალური შეხვედრები დაიწყო. ნიკოს ანასტასიადისი პირველ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მართავს, იქამდე კი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.
სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს და მონაწილეობას მიიღებენ ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონიაში.
დღეს, ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან. კვიპროსის პრეზიდენტი და მისი მეუღლე საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორესაც შეხვდებიან.დაგეგმილია ასევე საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოსა და კვიპროსის პრეზიდენტებიც მიიღებენ.