საქართველოს და კვიპროსის პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და იმ საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც აუდიენციისას განიხილეს. როგორც კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა განაცხადა, კვიპროსი გააძლიერებს საქართველოს მხარდაჭერას და მას გვერდით მაქსიმალურად დაუდგება. თავის მხრივ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ყურადღება ქვეყნებს შორის ურთიერთობების განითარებაზე გამახვილდა. ზურაბიშვილმა ხაზი ეკონომოკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობასაც გაუსვა. კვიპროსის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით დაიწყო. დღის განმავლობაში ის პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პატრიარქს შეხვდება.