კვიპროსის რესპუბლიკის ხელისუფლება აპირებს, რომ იანვრის განმავლობაში ოფიციალურად მიმართოს ისრაელის ხელისუფლებას, რათა ბუნებრივი აირის საბადო „აფროდიტას“ დამუშავებაში ჩაერთოს. ამის შესახებ კვიპროსელმა მინისტრმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ათენში სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმების დროს, რომელიც გაზსადენ EastMed-ის მშენებლობას ითვალისწინებს, ისრაელელ კოლეგებთან ამ საბადოს დამუშავების საკითხიც განიხილეს.
საბადო „აფროდიტა“ კვიპროსის აღმოსავლეთით, უშუალოდ კვიპროსის ეკონომიკურ ზონაში მდებარეობს და ისრაელის კუთვნილ „ლევიატანის“ გაზის საბადოს ესაზღვრება. ექსპერტების შეფასებით, ამ ბლოკზე შესაძლოა, 100-დან 170 მილიარდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირი იყოს.