ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი და გაფორმების ეკონომიკური ზონა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს - Palitra News

ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი და გაფორმების ეკონომიკური ზონა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს

2021-12-31 11:08:11+04:00

მიუხედავად, საახალწლო დღესასწაულისა, ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი და გაფორმების ეკონომიკური ზონა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. 31 დეკემბერს, სამსახურებრივ მოვალეობას ადგილზე 230-ზე მეტი თანამშრომელი შეასრულებს.

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ დამდეგი შობა-ახალი წელი, ტრადიციულად მიულოცეს მებაჟე-ოფიცრებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური საზღვრის დაცვას უზრუნველყოფენ.

საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე: „სადახლო“, „წითელი ხიდი“, „თბილისის საერთაშორისო აეროპორტი“, ასევე თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მომუშავე მებაჟე-ოფიცრებსა და თანამშრომლებს, მათ მადლობა გადაუხადეს 2021 წელს გაწეული სამუშაოსთვის და გლობალური პანდემიის პირობებში, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად შესრულებისთვის.