საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა, რომელიც ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოს საქართველოს მთავრობის მეთაური უხელმძღვანელებს. რაც შეეხება წევრებს საბჭოს წევრები იქნებია მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები.
განვითარების და რეფორმების საბჭოს მიზანია, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი.