პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით ქვეყნებთან, რომლებთანაც ტურიზმის საკითხზე მოლაპარაკებები თითქმის დასრულებული იყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა, რის შემდეგაც აღნიშნულმა სახელმწიფოებმა საქართველოს უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით დალოდებისკენ მოუწოდეს. პრემიერის თქმით, თითოეული ჩვენი ნაბიჯი, როგორც ეპიდემიასთან ბრძოლის, ასევე ანტიკრიზისული ეკონომიკური აღდგენის თვალსაზრისით, უნდა იყოს უაღრესად გონივრული, უაღრესად ფრთხილი და უაღრესად გაზომილი ჩვენს ეკონომიკასთან შესაბამისობაში. დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა მთავრობის წევრებს საქართველოში მოგზაურობისა და დასვენებისკენ მოუწოდებს და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ეს იქნება დიდი მხარდაჭერა ეკონომიკისათვის.