მიმდინარე წლის მაისში საქართველოდან შენგენის ზონის 29 ქვეყნის მიმართულებით 34 ათას 518 მოქალაქე გაემგზავრა. აღნიშნული მონაცემები „ბიზნესპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიაწოდეს. ამასთან, უწყების ცნობით, მაისში შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე 163 საქართველოს მოქალაქეს ეთქვა უარი.
შს სამინისტროს ცნობით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი - 6 ათას 503 საქართველოს მოქალაქე გერმანიაში გაემგზავრა; მას მოსდევს იტალია - 4 ათას 798 პირით; მე-3 ადგილზეა საბერძნეთი, სადაც მაისში - 3 ათას 958 მოქალაქე გავიდა; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი პოლონეთი და ესპანეთი ინაწილებენ, შესაბამისად, 3 ათას 269 და 3 ათას 161 პირის გამგზვრებით.