ქართველებს ქვეყანაში ყველაზე მეტად გერმანელი და ამერიკელი ტურისტების შემოსვლა სურთ. ამის შესახებ IPM-ის კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის მიხედვით კი, საქართველოში გამოკითხულ რესპონდენტებს ყველაზე მეტად, გერმანელი, ამერიკელი და ფრანგი ტურისტების მასპინძლობა სურთ. კერძოდ, გამოკითხულთა 47%-ს საქართველოში გერმანელი და ამერიკელი ტურისტების; 44%-ს კი - ფრანგი ტურისტების შემოსვლა უნდა. ამასთან, გამოკითხულთა მხოლოდ 2% აღნიშნავს, რომ ტურისტების შემოსვლას არც ერთი ქვეყნიდან არ ისურვებდა.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, აღსანიშნავია, რომ ქართველებისთვის, კერძოდ, გამოკითხულთა 32%-სთვის ყველაზე სასურველი რუსი ტურისტების მიღებაა.
კვლევის ფარგლებში, საქართველოში 1200-მა რესპონდენტმა უპასუხა კითხვას - თუ რომელი ქვეყნებიდან ისურვებდნენ ტურისტთა ნაკადის შემოსვლას მათ ქვეყანაში.