საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს მილიარდ 265 მილიონ 200 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მონაცემებთან შედარებით 35.5 პროცენტით ნაკლებია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში 50.1 პროცენტი შეადგინა.
აღსანიშნავია რომ 2018 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია აზერბაიჯანიდან შემოვიდა, მისმა წილმა მთლიან ინვესტიციებში 19.5% შეადგინა.
მეორე ადგილზეა ნიდერლანდები 16.5 პროცენტით, ხოლო მესამეზე - გაერთიანებული სამეფო 14.1 პროცენტით.