"საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მე-2 კვარტალში 187 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მე-2 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7 პროცენტით ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც 2019 წლის მე-2 კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინვესტიციები ყველაზე მეტად შემცირდა, მოხვდა ნიდერლანდები, საიდანაც ინვესტიციები 17 მილიონ 700 ათასი დოლარით არის შემცირებული. ჩამონათვალშია ასევე აზერბაიჯანი - პირდაპირ უცხოური ინვესტიციების 80%-იანი კლებით და ჩეხეთი, საიდანაც ინვესტიციების მოცულობა 66 მილიონი დოლარით არის შემცირებული.