საქართველოში მეორადი მოხმარების რბილი ავეჯის იმპორტი 30,9%-ით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 481 ათას 160 დოლარის მეორადი მოხმარების რბილი ავეჯის ნაკრები შემოვიდა, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 367 ათას 480 დოლარის.
რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც 2020 წელს საქართველოში მეორადი მოხმარების რბილი ავეჯი შემოვიდა, ჩამონათვალში ლიდერობს თურქეთი - 148 ათას 720 დოლარით; მას მოსდევს გერმანია, საიდანაც 56 ათას 60 დოლარის მეორადი ავეჯი შემოვიდა; მე- 3 ადგილზეა ნიდერლანდი - 33 ათას 230 დოლარით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ბულგარეთი და ბელგია იკავებენ შესაბამისად, 27 ათას 970 და 25 ათას 960 დოლარით.
იმპორტიორი ქვეყნების ათეულში ხვდებიან ასევე: შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, კანადა და რუსეთი. ასევე, მეორადი მოხმარების ავეჯი შედარებით მცირე რაოდენობით შემოვიდა: სომხეთიდან, ჩინეთიდან, კვიპროსიდან, საბერძნეთიდან, იაპონიიდან, ესპანეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, უკრაინიდან და შეერთებული შტატებიდან.