2020 წლის 1-ელ 8 თვეში საქართველომ ჯამში 18 მილიონ 372 ათასი დოლარის 8 ათას 872 ტონა ღორის ხორცის (ცოცხალი, გაცივებული, ან გაყინული) იმპორტი განახორციელა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყველაზე მეტი პროდუქტი საქართველომ - ბრაზილიიდან, კანადიდან, პარაგვაიდან, არგენტინიდან და გერმანიიდან შეიძინა. ჩამონათვალშია ასევე: ავსტრია, ფინეთი, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი რუსეთი და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახურის ცნობით, ფოთში შემოტანილი გაყინული ხორცი განადგურდა. მათივე ინფორმაციით, დადგინდა, რომ პროდუქტი არ აკმაყოფილებდა საქართველოს იმპორტის სასაქონლო ოპერაციის მოთხოვნებს და საფრთხეს წარმოადგენდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის.