2019 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137 მილიონ 100 ათასი ამერიკული დოლარი ანუ 369 მილიონ 400 ათასი ლარი შეადგინა, რაც 10.1 პროცენტით ანუ 12 მილიონ 600 ათასი დოლარით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
იმ ქვეყნების ხუთეულში, საიდანაც საქართველოში აპრილში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, 34 მილიონ 350 ათასი დოლარით რუსეთი ლიდერობს; მას მოსდევს იტალია, საიდანაც 18 მილიონ 440 ათასი დოლარი შემოვიდა; ხოლო მე-3 ადგილზეა - საბერძნეთი 16 მილიონ 340 ათასი დოლარით. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ინაწილებენ, შესაბამისად, 14 მილიონ 680 ათასი და 13 მილიონ 330 ათასი დოლარით.
ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 19 მილიონ 100 ათასი ამერიკული დოლარი ანუ 51 მილიონ 500 ათასი ლარი გადაიგზავნა.