2019 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარი ანუ 332 მილიონ 900 ათასი ლარი შეადგინა, რაც 10.2 პროცენტით ანუ 11 მილიონ 600 ათასი ამერიკული დოლარით მეტია 2018 წლის თებერვლის მაჩვენებელზე.
იმ ქვეყნების ხუთეულში, საიდანაც საქართველოში თებერვალში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, 31 მილიონ 620 ათასი დოლარით რუსეთი ლიდერობს; მას მოსდევს იტალია, საიდანაც 17 მილიონ 440 ათასი დოლარი შემოვიდა; ხოლო მე-3 ადგილზეა - საბერძნეთი 14 მილიონ 160 ათასი დოლარით. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები ინაწილებენ, შესაბამისად, 12 მილიონ 830 ათასი და 12 მილიონ 730 ათასი დოლარით.
ამასთან, სებ-ის ცნობით, 2019 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 17 მილიონ 700 ათასი ამერიკული დოლარი ანუ 47 მილიონ 100 ათასი ლარი გადაიგზავნა.