საქართველოში კომბოსტოს იმპორტი გაორმაგებულია, ადგილზე წარმოება კი შემცირებული, რაც ამ პროდუქტის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. ცნობისთვის, წინა თვეში კომბოსტო 116%-ით გაძვირდა და ის იმ პროდუქტების ხუთეულში შევიდა, რომლებზეც ფასმა წელს ყველაზე მეტად მოიმატა.
2018 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ათას 352 ტონა კომბოსტო შემოვიდა, მაშინ, როდესაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში 614 ტონა პროდუქტის იმპორტი განხორციელდა. რაც შეეხება 2018 წელს იმპორტის მთლიან მაჩვენებელს, გასულ წელს ქვეყანაში ათას 978 ტონა კომბოსტო შემოვიდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში კომბოსტოს იმპორტი თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ნიდერლანდებიდან, ირანიდან და სომხეთიდან განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, კომბოსტოს სახეობების ადგილზე წარმოება 2017 წელს, 2011 წელთან შედარებით, განახევრებულია. კერძოდ, 2011 წელს სულ 35 ტონა კომბოსტო, ხოლო 2017 წელს – 17 ტონა იწარმოა.