მიმდინარე წლის 1-ელ 11 თვეში საქართველოდან 1,555 მლნ დოლარის შოკოლადისა და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტების ექსპორტი განხორციელდა, იმპორტმა კი - 48,006 მლნ ამერიკული დოლარი შეადგინა.
იმპორტიორ ქვეყნებს შორის, ლიდერობს რუსეთი, საიდანაც - 22,831 მლნ დოლარის შოკოლადი შემოვიდა, მას მოსდევს უკრაინა - 9,877 მლნ დოლარით, მე-3 ადგილზეა თურქეთი, საიდანაც 4,486 მლნ დოლარის იმპორტი განხორციელდა, მე-4 ადგილზეა ბელგია, საიდანაც საანგარიშო პერიოდში - 2,771 მლნ დოლარის შოკოლადი შემოვიდა, მას მოსდევს იტალია - 1,854 მლნ დოლარით, მე-6 ადგილზეა გერმანია - 1,378 მლნ დოლარის იმპორტით, ხოლო მე-7 პოზიციას ნიდერლანდი იკავებს, საიდანაც იმპორტმა 1,037 მლნ დოლარი შეადგინა. სხვა ქვეყნებიდან კი იმპორტის მაჩვენებელი შედარებით მცირეა.
რაც შეეხება ექსპორტს, პირველ ადგილზეა ირანი, სადაც იანვარ-ნოემბერში 685.07 ათასი დოლარის შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტი გავიდა, მას მოსდევს აზერბაიჯანი - 190,28 ათასი დოლარით, მე-3 ადგილზეა - სომხეთი - 184,11 ათასი დოლარის ექსპორტით, მე-4 და მე-5 პოზიციებს საუდის არაბეთი და ერაყი ინაწილებენ, სადაც ექსპორტმა შესაბამისად, 169,92 ათასი და 144,40 ათასი დოლარი შეადგინა.