ტურისტული გადასახადი ხშირად გაერთიანებულია თვითმფრინავის ბილეთის ან სასტუმროს გადასახადთან. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად იაპონიაში ტურისტულ გადასახადს ქვეყნის დატოვებისას იხდით. ტურისტული გადასახადი განსხვავდება ვიზისა თუ ნებისმიერი სხვა გადასახადისგან, რომელიც აუცილებელია მოგზაურობისას.
სავარაუდოდ, მოგზაურობისას მომავალში უფრო მეტ ქვეყანაში შეხვდებით ტურისტულ გადასახადს. როგორც ამბობენ ეს გადასახადი „ტურისტების გადატვირთულობასთან“ - ბრძოლაა, რომელიც ევროპულ ქალაქებს აწუხებს.
იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ტურისტად სტუმრობისას გადასახადის გადახდაა საჭირო, მოხვდნენ: ბჰუტანი, იაპონია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი. ამასთან, „ინსაიდერის“ მიხედვით, ტურისტული მოსაკრებელის გადახდა სავალდებულოა: საბერძნეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, ავსტრიაში, რუმინეთში, სლოვაკეთში, ხორვატიაში, პორტუგალიასა და ჰოლანდიაში.