4 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 5 ათას 458 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ამავე პერიოდს 2 ათას 92 ტონით აღემატება.
ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, მათ შორის: გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში საბერძნეთში, ავსტრიასა და ა.შ. ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი, სომხეთი, ბულგარეთი, უკრაინა, ბრაზილია და სხვა ქვეყნები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო; 2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა.