2019 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოდან უცხოეთში 51 მილიონ 770 ათასი დოლარი გადაირიცხა, საიდანაც ყველაზე მეტი რუსეთზე მოდის. კერძოდ, იანვარ-მარტში ჩრდილოელ მეზობელ ქვეყანაში 17 მილიონ 700 ათასი დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა, რაც მთლიანი გადარიცხვების 34,2%-ია.
წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ფულადი გზავნილებით მეორე ადგილზეა თურქეთი, სადაც 6 მილიონ 530 ათასი დოლარი გადაირიცხა. მესამე პოზიციაზე კი უკრაინაა, სადაც გასულ სამ თვეში საქართველოდან 6 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი აზერბაიჯანი და სომხეთი ინაწილებენ, სადაც შესაბამისად, 906 ათასი და 567 ათას 800 დოლარი გადაირიცხა.
ცნობისთვის, 2019 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 138 მილიონ 300 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 18.5 პროცენტით მეტია წინა წლის მარტის მაჩვენებელზე. რაც შეეხება გადარიცხვებს, გასულ თვეში 18 მილიონ 530 ათასი დოლარი გადაირიცხა, რაც თითქმის 2 მილიონ 500 ათასი დოლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.